fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

უდუმაშვილი: თუ ხელისუფლება არ წამოვიდა შემხვედრ ნაბიჯზე, იქნება მასობრივი საპროტესტო ტალღა

13:13 მარტი 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
792
ნახვა

თუ ხელისუფლება მზად არის, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას და იმ 6 პუნქტის გარშემო ვიმსჯელოთ, ბუნებრივია, დიალოგის პროცესში შეიძლება წარმოიშვას რაღაც საკითხები, რომელიც იქნება განსახილველი – წინასწარ რაღაც კომპრომისებზე საუბარი გაუგებარია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება არის ოპოზიციის პრინციპული საკითხი იმისათვის, რომ დიალოგი გაიხსნას, იმისათვის, რომ ჩვენ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და გავიაროთ პუნქტობრივად შარლ მიშელის მიერ დატოვებული ყველა ის საკითხი, რომელიც ბევრ განსახილველ საკითხთა ნუსხაშია. რა თქმა უნდა, ამის წინაპირობა არის ის, რომ პოლიტპატიმრებმა დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულებები. ჩვენ თუ შედგება ასეთი მოლაპარაკებები, როდესაც მივალთ, პირველი და ერთადერთი საკითხი, რაც გვექნება განსახილველი, სანამ სხვა საკითხებზე გადავალთ, რა თქმა უნდა, არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თუ ეს საკითხი არ მოგვარდა, არ გადაწყდა დადებითად, ბუნებრივია, აზრი არ ექნება არანაირი მოლაპარაკებების გაგრძელებას იმიტომ, რომ ჩვენ არ ვსაზღვრავთ საკითხებს, რომელი საკითხი უნდა განვიხილოთ და რომელი უნდა გადავდოთ გვერდზე. ყველა საკითხი არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. თუ ხელისუფლება არ წამოვიდა შემხვედრ ნაბიჯზე ანუ ჩვენ არ მივუსხედით მოლაპარაკებების მაგიდას და არ დავიწყეთ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის საკითხებზე მსჯელობა, ბუნებრივია, იქნება საპროტესტო ტალღა, იქნება მასობრივი საპროტესტო ტალღა.

შარლ მიშელის წარმომადგენლის ვიზიტთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმიტომ, რომ როდესაც ასეთი რანგის პოლიტიკოსები ერთვებიან ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საკითხებში, ბუნებრივია, ამან შედეგები უნდა გამოიღოს და მე ვფიქრობ, რომ სწორედ, ეს ძალიან მაღალი რანგი, რომელიც დააწესა ევროკავშირმა საქართველოს მიმართებაში,იქნება ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ დავძრათ ყინული და დავიწყოთ რეალური მოლაპარაკება. გაუგებარია, რა კომპრომისს ელოდება ხელისუფლება? თუ ხელისუფლება მზად არის, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას და იმ 6 – პუნქტის გარშემო ვიმსჯელოთ, ბუნებრივია, დიალოგის პროცესში შეიძლება წარმოიშვას რაღაც საკითხები, რომელიც იქნება განსახილველი. წინასწარ რაღაც კომპრომისებზე საუბარი, მე ვფიქრობ, რომ არის სრულიად გაუგებარი. ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები და შემდგომ მოლაპარაკებების პროცესში გამოჩნდება კონკრეტული საკითხები“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

თეგები: ზაალ უდუმაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

რატომ არ აირჩია “ნაციონალურ მოძრაობამ” შიმშილობის ადგილად პარლამენტის შენობა – ზაალ უდუმაშვილის განმარტება

დეკემბერი 22, 2021
869
პოლიტიკა

ეროვნული შერიგება გარდაუვალი პროცესია – ზაალ უდუმაშვილი

დეკემბერი 8, 2021
797
მთავარი ამბავი

სანაპირო 2 საათით იქნება ჩაკეტილი, არავის ეშინია არც წყლის ჭავლების და არც რობოკოპების – ზაალ უდუმაშვილი

ნოემბერი 15, 2021
851

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია