რატომ უნდა დავარქვათ რაღაცას პლებისციტის სახელი, როდესაც შეიძლება, რომ გაიმართოს პირდაპირ პლებისციტი და არა არჩევნები, რომლებიც წარმოჩენილი იქნება პლებისციტად,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
„წინადადებები, რომელიც დღეს იქნა წამოყენებული ნამდვილად არ არის ჩვენთვის მისაღები. რატომ უნდა დავარქვათ რაღაცას პლებისციტის სახელი, როდესაც შეიძლება, რომ გაიმართოს პირდაპირ პლებისციტი და არა არჩევნები, რომლებიც წარმოჩენილი იქნება პლებისციტად. არჩევნები და პლებისციტი ორი სრულიად განსხვავებული თემაა. ჩვენ მოთხოვნაა ახალი და ვადამდელი არჩევნები, ამ მოთხოვნის ერთგული ვართ 31 ოქტომბრის შემდეგ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
დღეს ოპოზიციის ნაწილი კვლავ შეიკრიბა მოლაპარაკების მაგიდასთან. შეხვედრის შემდეგ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ მზად არის ელჩების თანდასწრებით „ოცნებასთან“ შეთანხმებას ხელი მოაწეროს.











