უიშვიათესი გართულება – სავარაუდოდ, ამასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ კომაში ჩავარდნილ მედდაზე საუბრისას განაცხადა.
„რთული რეაქციის გამომწვევი მიზეზი არის მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში 5 მილიონიდან 41 შემთხვევაშია აღწერილი.
უიშვიათესი გართულება – სავარაუდოდ, ამასთან გვაქვს საქმე, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა, იყოს რაიმე სხვა დამოუკიდებელი მდგომარეობა, რამაც ასეთი გართულება გამოიწვია. უნდა დაველოდოთ საექსპერტო დასკვნას.
ამ შემთხვევაში სტანდარტული პროტოკოლი სრულად იქნა დაცული, რადგან ჩვენთვის ცნობილია, რომ პაციენტს არ ჰქონდა ალერგიული რეაქცია მანამდე ჩატარებულ აცრებზე – გრიპის ვაქცინას იკეთებდა სისტემატიურად, ამდენად, ცნობილი ალერგიული რეაქცია ვაქცინებთან მიმართებით არ უფიქსირდება, რაც აღრიცხულია“, – განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, ახალციხეში “ასტრაზენაკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა. 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტი თბილისში გადმოჰყავთ.










