„იქნება უკეთესი, რომ ასეთი მავნებელი პოლიტიკური ძალა დარჩეს ქუჩაში და ჩაიფერფლოს”, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკასთან“ „ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას” „უსინდისო პოზიცია” აქვს.
„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს, არადა ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ გამოვიდნენ გიორგი რურუა და ნიკა მელია და ახლა ამბობენ, შევალთ პარლამენტშიო. ასეთი უსინდისობა არასოდეს მომისმენია ქართულ პოლიტიკაშიც კი. თუ არ შემოვლენ, ამ ქვეყნისთვის იქნება უკეთესი, რომ ასეთი მავნებელი პოლიტიკური ძალა დარჩეს ქუჩაში და ჩაიფერფლოს. ეს პარტია ამას იმსახურებს, რადგან მათი გამოსწორება არ იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.











