ჩინეთის ქალაქ უხანში 1-ელი სექტემბრიდან სკოლები და ბაღები იხსნება. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქის 2 842 სასწავლო დაწესებულება დაახლოებით 1.4 მილიონი მოსწავლისთვის გაიხსნება. რაც შეეხება უხანის უნივერსიტეტს, იქ სწავლა გასული კვირის ორშაბათიდან განახლდა.
ქალაქის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ონლაინ სწავლებაზე გადართვის საგანგებო გეგმა შემუშავებული აქვთ.











