ტყუილი “ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
“გახარია, ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის მარიონეტი, ორივე არაკომპეტენტური,
ორივე მატყუარა, მათი მოღვაწეობის შედეგი: ანტირეკორდი კოვიდსიკვდილიანობის. დღეში საშუალოდ 80 ადამიანი იღუპება.
გაჩერებულია ეკონომიკა, ინფლაცია – 12.5%; სიღატაკე, უმუშევრობა – 22,1%“, – წერს ხაზარაძე და დასძენს, რომ „ტყუილი ცუდია და არაკომპეტენტურობა უარესი“.









