fbpx
21/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

19:55 აგვისტო 7, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
820
ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გაზარდოს ზეწოლა და გაამკაცროს სანქციების რეჟიმი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რათა აიძულოს რუსეთი, შეწყვიტოს აგრესია საქრთველოსა და ასევე უკრაინის წინააღმდეგ და სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია განახორციელოს.

„უკრაინის საგარეოს საქმეთა სამინისტრო მტკიცედ გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, გმობს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არალეგალურ ოკუპაციას, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ფაქტობრივი ანექსიისკენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე „ბორდერიზაცია“, საოკუპაციო ხაზზე საქართველოს მოქალაქეების სისტემური დაკავება და გატაცება, მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა, უკიდურესად რთული ჰუმანტარული და უსაფრთხოების ვითარება არის რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 12-წლიანი ოკუპაციის ძირითადი „მიღწევები“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინა თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

უკრაინა ასევე, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, გაიყვანოს რუსი სამხედროები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უზრუნველყოს ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო უფლებადამცველი და მონიტორინგის ორგანიზაციების დაუბრკოლებელი წვდომა.

 

თეგები: ოკუპაციარუსეთიუკრაინა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 19-ჯერ დაირღვა, დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო – უკრაინული მედია

თებერვალი 19, 2022
853
მსოფლიო

ბაიდენი: პირდაპირი ვიყავი პუტინთან საუბრისას. მკაფიოდ ვუთხარი, თუ ის შეიჭრება უკრაინაში, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები, ისეთი ეკონომიკური შედეგი, როგორიც მას არასდროს უნახავს

დეკემბერი 9, 2021
875
მთავარი ამბავი

რუსეთში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

დეკემბერი 6, 2021
813

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია