უკრაინა მზად არის გახდეს ნატო-ს მთავარი პარტნიორი, შავი ზღვის ალიანსის გაძლიერებული შესაძლებლობების პროგრამაში. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ევროინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანინიმ განაცხადა.
„უკრაინა მზად არის გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი პარტნიორი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში. როგორც ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობის პროგრამის ნაწილი, რომლის პარტნიორიც უკრაინა ცოტა ხნის წინ გახდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ასევე, მჭიდროდ ვიმუშავებთ ჰიბრიდული საფრთხეების დაძლევაზე“, – განაცხადა ოლგა სტეფანინმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან მელინდა სიმონსთან შეხვედრისას.
უკრაინა არის მეექვსე ქვეყანა, რომელმაც მიიღო ნატოს გაძლიერებული პარტნიორის სტატუსი. მანამდე, ეს სტატუსი ავსტრალიამ, ფინეთმა, საქართველომ, იორდანიამ და შვედეთმა მიიღო.
გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი ნატოში 2014 წელს დაინერგა.











