უკრაინაში, ქალაქ გალიჩში მდებარე რაიონული საავადმყოფო ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ დატბორა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის თქმით, მაშველებმა დაიწყეს პაციენტების ევაკუაცია, რომელთა შორის კორონვირუსით დაავადებულებიც არიან.
უამინდობისა და ძლიერი წვიმის გამო, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო უსაფრთხოების ზომები შემოიღო ჩერნოვეცკისა და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონებში.
მათივე ცნობით, უამინდობის გამო, უკვე სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთს ამ დრომდე ეძებენ.











