უკრაინაში, ლუგანსკის რეგიონის ნოვოაიდარსკის რაიონში გაჩენილ ტყის ხანძარს დღემდე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 9 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას kyivpost-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ლუგანსკის ოლქში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. სალიკვიდაციო სამუშაოებში 386 მეხანძრე და 90 ერთეული სახანძრო ტექნიკაა ჩართული.











