4 თებერვლიდან SkyUp Airlines-ი განაახლებს რეგულარულ ფრენებს კიევი – თბილისი – კიევის საჰაერო გზაზე და ფრენებს ყოველ ხუთშაბათს და კვირას შეასრულებს, – ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
აღნიშნული რეისებით ასევე შესაძლებელია ტრანზიტული ბილეთების შეძენაც იმ მიმართულებით, სადაც SkyUp Airlines-ი ასრულებს ფრენებს.
ასევე, უკრაინის საზღვრის კვეთისთვის აუცილებელია უკრაინაში რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული სადაზღვევო პოლისის წარდგენა.











