„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ ბაიდენის სახელზე მიმართვას ამზადებს, სადაც ითხოვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ „საქართველოს გაყიდვა” გამოიძიონ.
„ამჯერად ჩვენ ვამზადებთ მიმართვას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბაიდენზე და შესაბამის სპეციალურ უწყებებზე ჩვენი მოკავშირე ქვეყნისა, რათა გაირკვეს, ტრამპის ადმინისტრაციიდან, რატომ გაიყიდა საქართველო რუსი ოლიგარქის, პუტინის სახელით ივანიშვილის ინტერესებში მის გადასარჩენად, რამაც საფრთხე შეუქმნა, არამარტო საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, არამედ ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს მთელს რეგიონში. ეს საქმე გამოსაძიებელია, გამოსარკვევია და დამნაშავეები დასასჯელია აუცილებლად”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.











