უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი აშენდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ისი თქმით, შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
„უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის. ბევრი ადამიანი ცხოვრობს წყნეთში და ამ გზით ბევრი ადამიანი სარგებლობს. ბაგები ყოველთვის დატვირთულია და მაქსიმალურად გვინდა ამ პროექტის საშუალებით განტვირთვა განვახორციელოთ და ვაკეში შემოსვლის გარეშე შესაძლებელი იყოს ბაგებიდან საბურთალოზე გადასვლა ამ ხიდის მეშვეობით”,- განაცხადა კალაძემ.











