საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
„ყველა პატარას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! თქვენ ჩვენი სამშობლოს მომავალი ხართ!
„თითოეულ ჩვენგანს, „უფროსები“ რომ გვქვია, გვმართებს განსაკუთრებული ზრუნვა იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვი იზრდებოდეს უსაფრთხო გარემოში და ჰქონდეს ჯანსაღი ცხოვრების სრულფასოვანი პირობები.
სწორედ ამიტომ, ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ახალგაზრდებისთვის კულტურასა და მასობრივ სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. როგორც მინისტრი, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე და დედა, ძალ-ღონეს არ დავიშურებ ამისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!“, – წერს წულუკიანი.










