„იმ ამერიკელებს, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზას გაიკეთებენ, ამ ზაფხულს ევროკავშირში მოგზაურობა თავისუფლად შეეძლებათ“,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„როგორც ვხედავ ამერიკელები ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს იყენებენ. ეს მათ ევროკავშირში თავისუფლად მოგზაურობის საშუალებას მისცემს“,- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ზუსტად როდის აღდგება აშშ-სა და ევროკავშირს შორის ფრენები.











