fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

უსაფრთხო გარემო ეროვნულ გამოცდებზე – როგორ მოეწყობა საგამოცდო სივრცე

13:21 ივლისი 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
907
ნახვა

ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს, მაგისტრობის მსურველებსა და მასწავლებლებს დახვდებათ უსაფრთხო გარემო კორანავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, დაცული იქნება ის დისტანცია, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის ინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან ერთად. განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო ადასტურებს მზადყოფნას, 2020 წლის ეროვნული გამოცდების სტუდენტთა, ასევე მაგისტრობის მსურველთა კონკურსის ჩასატარებლად და შესაბამისად, მასწავლებელთა იმ ნაწილისთვის, რომლებიც 2020 წლის ზაფხულის გამოცდებზე მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ მათ დახვდებათ უსაფრთხო გარემო კორანავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, დაცული იქნება ის დისტანცია, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – ამბობს მიცკევიჩი.

მისი განმარტებით, თითოეული მერხი უზრუნველყოფილია დამცავი ბარიერით.

„ამასთან ერთად, პირადი ჰიგიენის წესები არის აბსოლუტურად დაცული და როგორც დაგპირდით, მუდმივ კონტაქტში, პერმანენტულ მუშაობაში გახლავართ ჩართული ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან. უახლოეს დღეებში დაზუსტებულად მოგაწვდით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც შესრულებული იქნება განათლების სამინისტროს მიერ ყველა სექტორში, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაგიდასტურებთ, რომ შეუქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეულ გამოსაცდელს, მეთვალყურეს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საგამოცდო სისტემის ორგანიზებაში“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან დღევანდელ სამუშაო შეხვედრას, ნუნუ მიცკევიჩი ამბობს, რომ საუბარი შეეხო გამოსაცდელი პირის მიერ მერხის დაკავების რეკომენდაციებს.

„დღეს განვიხილეთ ის სიტუაცია, როდესაც უკვე გამოსაცდელი პირი დაიკავებს ადგილს, ანუ კონკრეტულად განთავსდება მისთვის განკუთვნილ საგამოცდო სივრცეში. მოგეხსენებათ, რომ მათ უკვე მიღებული აქვთ საგამოცდო ბარათები და უკვე იციან თავისი ადგილები, სად უნდა მოთავსდნენ. ჩვენ უკვე ვმსჯელობთ იმ საკითხებზე, ადგილის დაკავების შემდეგ ისინი რა წესებს უნდა დაექვემდებარონ. იგივე გაგრილების სისტემებთან დაკავშირებით და პირბადეების გამოყენების წესთან დაკავშირებით. ჩვენ ვთანხმდებით ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელიც მოწოდებული იქნება ჯანდაცვის სისტემის მიერ და მზად ვართ, შევასრულოთ. ​განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თითოეული სივრცე უზრუნველყოფილია ტექნიკურად, გამართულია კონდიცირების სისტემა. როგორც მოგეხსენებათ და როგორც დღეს გვაქვს რეკომენდაციებში, ყველა სივრცე განიავდება გამოცდების დასაწყისში და შუალედში, იცით, რომ გაიმართება სანიტარული შესვენება და დეზინფექცია ჩაუტარდება გარემოს. რაც შეეხება გაგრილების დაზუსტებულ წესებს ამ დღეებში შემოგთავაზებთ“, – განმარტა მიცკევიჩმა.

თეგები: გამოცდები 2020ერთიანი ეროვნული გამოცდები

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 76%-ზე მეტი სტუდენტი გახდა

აგვისტო 30, 2021
801
მთავარი ამბავი

უცხოურ ენებში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

აგვისტო 3, 2021
824
საზოგადოება

დღეს გამოცდაზე კოვიდ 19-ის დიაგნოზის გამო 59 პირი ვერ გამოცხადდა

ივლისი 27, 2021
794

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია