საზედამხედველო უწყებების მიერ შემოწმდა ობიექტები და გაიცა 423 ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება და საქმიანობა შეუჩერდა 180 ობიექტს, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.
“ეკონომიკური საქმიანობის მონიტორინგის შედეგად, 2020 წლის 7 დეკემბრის მონაცემებით, საზედამხედველო უწყებების მიერ შემოწმდა ობიექტები და გაიცა 423 სიტყვიერი გაფრთხილება და საქმიანობა შეუჩერდა 180 ობიექტს. გარდა ამისა, მონიტორინგის მექანიზმი გრძელდება, უკვე შემოწმებულ კომპანიებზე. გუშინ განხორციელდა 192 ობიექტის შემოწმება, რომელთაგან დადგინდა, რომ ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. გარდა ამისა, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრის მონაცემებით, საზედამხედველო უწყებების მიერ, ჯამში შემოწმდა 25 121 ობიექტი. სულ დაჯარიმებულია 10 ობიექტი, საქმიანობა ჯამში შეუჩერდა 6 152 ობიექტს და 19 000-ზე მეტი გაფრთხილება არის გაცემული. რემონიტორინგის შედეგად, ჯამში 3 010 ობიექტი შემოწმდა და ისინი სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.











