fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი – ანრი ოხანაშვილი

15:02 მარტი 30, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
782
ნახვა

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ჩვენს მიერ დაინიცირებული ცვლილებებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად შესრულებული იქნება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი საბოლოოდ ამ რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანილი იქნება – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართული ოცნების გუნდი, 2019 წლიდან მოყოლებული, თანმიმდევრულად ახორციელებს სასამართლო სისტემის რეფორმებს და ის პროგრესი, რომელიც არის სასამართლო სისტემაში არის შთამბეჭდავი, რაც აღიარებულია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მისივე თქმით, ამ რეფორმის შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდა.

„ვენეციის კომისიისგან მივიღეთ რეკომენდაციები იმისათვის, რომ ეს პროცესი დამატებით კიდევ დახვეწილიყო და შედეგად, ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის ინიცირების შესახებ, რომელიც კიდევ უფრო დააზუსტებს რამდენიმე საკითხს იმ მნიშვნელოვანი რეფორმისა, რომელიც ჩვენ 2019 წელს დავიწყეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პროექტი შემდეგ საკვანძო საკითხებს ეხება: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სამართლის მოსამართლეთა შერჩევის დროს კენჭისყრების ღიაობას, რაც საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს ინფორმაცია თუ საბჭოს რომელმა წევრმა კონკრეტულად რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი; სარეიტინგო სიის შექმნას, შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილებით პარლამენტს წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები; საბჭოს წევრების ვალდებულებას კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების თაობაზე; კანდიდატებისთვის მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ გასაჩივრების უფლების მიცემას, ანუ შემოთავაზებული იქნება ორჯერ გასაჩივრების მექანიზმი.

„ჩვენს მიერ შემოთავაზებული და მიღებული ცვლილებებით, საბოლოოდ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად შესრულებული იქნება. ამას არასამთავრობო სექტორი მიესალმება და ეს ცვლილებები უზრუნველყოფს კიდევ მეტ გამჭვირვალობას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

თეგები: ანრი ოხანაშვილიაშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

“მზად ვართ კონსულტაციებისთვის” – ანრი ოხანაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

დეკემბერი 3, 2021
763
პოლიტიკა

საჭიროა მოსამართლეების გამწესება, რათა მართლმსაჯულების განხორციელება არ შეფერხდეს – ანრი ოხანაშვილი

დეკემბერი 1, 2021
794
პოლიტიკა

ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გავურიგდეთ – ანრი ოხანაშვილი

დეკემბერი 1, 2021
1.9k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია