„ლელო საქართველოსთვის“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია.
„2020 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად. არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას ვერ იქნება ლეგიტიმური. „ლელო“ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგს. მოვუწოდებთ ამომრჩეველს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ…
ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან.
„ლელო“ არ შეეგუება საქართველოში ხელისუფლების მიტაცებას და „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დასამარებას“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცესკოს წინასწარი პირველადი მონაცემებით, საათის მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 48,12%%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 26,94%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3,79% აქვს.
ცნობისთვის, ოპოზიცია დღეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით აქციის გამართვას გეგმავს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











