შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
„გავიკეთე „სინოფარმის“ წარმოების ვაქცინა. ეს ნაბიჯი გადავდგი იქიდან გამომდინარე, რომ მინდა ყველას მოუწოდო, პირველ რიგში შსს-ის თანამშრომლებს, რომ გაიკეთონ ვაქცინა. ვხედავთ რაც ხდება მსოფლიოში, წელიწადნახევარია ველოდებით, მაგრამ სიტუაცია არ იცვლება. სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრას ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.











