ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ზვიად კუპრავა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის საოლქო კომისიაში შეღწევას ცდილობდა.
ზვიად კუპრავა სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობის გამოა დაკავებული. ის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი.
თბილისის რამდენიმე საარჩევნო ოლქთან ხმაური იყო. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია.











