fbpx
02/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვალდებული ვარ დავიცვა ჩემი უწყება, სამსახურები და საკუთარი თავი – კალაძე

00:51 სექტემბერი 25, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

ერთ-ერთი მედიასაშუალებით გასული ბრალდება, თითქოს მიკროავტობუსების ტენდერი მორგებული იყო კონკრეტულ კომპანიაზე და ამის სანაცვლოდ კახა კალაძემ ე.წ. „ატკატის“ სახით ძვირადღირებული ავტომანქანა „ლენდ როვერ დეფენდერი“ მიიღო, დეზინფორმაცია და სრული სიცრუეა – ამის შესახებ თბილისის მერმა Facebook-ის პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა.

თბილისის მერმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს დოკუმენტები წარუდგინა, რომლითაც ირკვევა, რომ კახა კალაძეს ავტომანქანა სალიზინგო-საიჯარო მფლობელობაში ჰყავს და მისი ღირებულება არა 94 000 ევრო, არამედ 56 000 ევროა. „ჯი თი მოტორსთან“ გაფორმებული  სალიზინგო-საიჯარო  ხელშეკრულების თანახმად, კახა კალაძე ვალდებულია,   კომპანიას ყოველთვიურად 1000 ევროს  ექვივალენტი ლარში  გადაუხადოს, ერთი წლის შემდეგ კი, თავად გადაწყვიტოს, დაიტოვებს ავტომანქანას თუ არა.

სადილერო კომპანიების განცხადებით, მსგავსი სალიზინგო და საიჯარო ხელშეკრულება მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომელსაც საქართველოში ყველა მსხვილი სადილერო კომპანია იყენებს. ამ ტიპის ხელშეკრულებით სარგებლობენ როგორც იურიდიული, ისე კერძო პირები.  გარდა ამისა, ირკვევა, რომ კახა კალაძემ შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება კომპანია „ჯი თი მოტორსს“ 29 აგვისტოს, ჯერ კიდევ მაშინ გაუფორმა, როდესაც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ დახურულ ტენდერში გამარჯვების პრეტენდენტი კომპანია „ჰიუნდაი“ იყო და საერთოდ არ იყო ცნობილი შემდეგი მონაწილის შესახებ.

„მე ვალდებული ვარ, როგორც ქალაქის მერი, დავიცვა ჩემი უწყება, სამსახურები და საკუთარი თავი. დარწმუნებული ვარ, ბევრმა არ დაიჯერა, როდესაც ეს სიუჟეტი გავიდა, თუმცა შეიძლება, კითხვებიც გაუჩნდათ. შესაბამისად, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ გაგვეკეთებინა ახსნა-განმარტებები და მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა სრული  სიმართლე. გარდა ამისა, ერთი რამ მინდა ვთქვა: თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ შემთხვევას მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც მე პოლიტიკაში შემოვედი, რომ ვინმეს რაიმე წავართვი, ვინმეს სადმე ბიზნესში ჩავუჯექი ან ვთქვათ, ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე. მე ვამაყობ, რომ თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ შემთხვევას, რომ ჩემი მხრიდან იყო არასწორად გადადგმული ნაბიჯები. ნამდვილად თავაწეული მოვდივარ მთელი ამ წლების განმავლობაში და ნამდვილად ასე ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მე არავის ვუვარდები საკუთარ სახლში, როგორც ეს კონკრეტულმა ტელევიზიამ გააკეთა, არც დრონებს ვაფრენ მათ საცხოვრებელ ბინებზე და არც ვინმეს პირადი ცხოვრებით ვინტერესდები. მხოლოდ და მხოლოდ ნორმალურად, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე, ვალდებული ვარ, გაგცეთ პასუხები სიმართლით, კონკრეტული დოკუმენტაციით, როგორც ამ შემთხვევაში იყო წარმოდგენილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ალბათ, არც უკანასკნელი იქნება, იმიტომ, რომ ეს არის მათი ხელწერა.  მითუმეტეს, არჩევნები ახლოვდება და ყველანაირი მცდელობა აქვთ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგული პოლიტიკური ფიგურების დისკრედიტაცია მოახდინონ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე პირადად არ ვაპირებ, ვინმეს თავი დავუხარო. როდესაც მართალი ხარ ადამიანი, როდესაც სიმართლით მოდიხარ, რა თქმა უნდა, გაქვს ძალიან დიდი ვალდებულება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ღირსეულად უპასუხო ასეთ გამოწვევებს. თუ იქნება კიდევ მცდელობა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ფორმატით კონკრეტულ სიცრუეებზე, ცილისწამებებზე და ასეთ აბსურდულ  ბრალდებებზე პასუხის გაცემას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ტენდერს, იგი რამდენჯერმე გამოცხადდა და წინ უძღოდა ბაზრის კვლევა. ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო იყო და ასევე, მიწოდებული ჰქონდა არაერთ კომპანიას. საბოლოოდ,  სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა არა ერთმა, არამედ მინიმუმ სამმა კომპანიამ.  ტენდერის მიმდინარეობის შესახებ, მედიასთან კომენტარი თბილისის მერმა რამდენჯერმე გააკეთა, სადაც განმარტავდა, რომ პირველად გამოცხადებული ტენდერი სწორედ იმის გამო ჩაიშალა, რომ რაც შეიძლება მეტ კომპანიას ჰქონოდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო და შეეთავაზებინა მერიისთვის რაც შეიძლება მაღალი ხარისხი.

„ის ბრალდებები, რომელიც ისმოდა ამ გადაცემაში, თითქოს ჩვენ კონკრეტულ კომპანიას მოვარგეთ ტენდერი, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ასეთი რამ ვერ მოხდებოდა. ტენდერი ვერ გამოცხადდებოდა, დოკუმენტების შინაარსი რომ კონკრეტულ კომპანიაზე ყოფილიყო მორგებული. ეს არის შეუძლებელი, გამორიცხულია. გარდა ამისა, როდესაც შესყიდვები ხორციელდება, ცხადდება ელექტრონული ტენდერი და არის დახურული. კომპანიები ერთმანეთს ვერ ხედავენ და ვერც ჩვენ ვხედავთ, ვინ არის მონაწილე. გარდა ამისა, სანამ ჩვენ ტენდერს გამოვაცხადებდით, ამას წინ უძღოდა შესაბამისი ღონისძიებები. გავაკეთეთ ფასთა მოკვლევა, ასევე მივიღეთ ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც მიიღებდნენ მონაწილეობას და ბევრი კომპანია იყო დაინტერესებული. პირველად, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, ალბათ გახსოვთ, რომ შევწყვიტეთ, რადგან პანდემიით გამოწვეული პრობლემები იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაშინ არ იყო მიკროავტობუსების შესყიდვის დრო, რადგან თანხები მიემართებოდა უფრო მნიშვნელოვან საჭიროებებზე. ამის შემდეგ ხელმეორედ გამოვაცხადეთ ტენდერი, თუმცა რამდენიმე კომპანიამ მოგვმართა, მათი ინტერესების გათვალისწინებაც მომხდარიყო სატენდერო დოკუმენტაციაში. ამის გამო შევაჩერეთ გამოცხადებული ტენდერი. ამის დამადასტურებელი ფაქტები და ჩემი ინტერვიუებიც არსებობს. 15 ივლისს გამოვაცხადეთ ტენდერი, სადაც ყველა შესაძლო მონაწილე კომპანიის ინტერესები იყო გათვალისწინებული, იმისთვის რომ, რაც შეიძლება მეტ კომპანიას მიეღო მონაწილეობა და მიგვეღო საუკეთესო პროდუქტი, ამ შემთხვევაში მიკროავტობუსები საუკეთესო ფასად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ე.წ. კრიტიკულმა მედიამ, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით, აჟიოტაჟის შექმნა არაერთხელ სცადა. მაგალითად, სასწრაფო დახმარების ავტომანქანების შესყიდვის ტენდერზე მედია ამტკიცებდა, რომ რამდენიმე კომპანიის მონაწილეობის მიუხედავად,  გამარჯვება რატომღაც „სტრადა ავტოს“ ხვდა წილად, რომელიც „ფიატის“ შემომყვანი კომპანიაა.  ზუსტად ამავე კომპანიას  ერთ-ერთი მედიასაშუალება, ამჯერად, მიკროავტობუსების ტენდერიდან გაგდებულად ასახელებს და ამტკიცებს, რომ იგი მერიამ „დაჩაგრა“.

კახა კალაძის განცხადებით,  მერიის მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი მორგებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის ინტერესებზე და მას ატარებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კანონის სრული დაცვით.

 

თეგები: კახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
770
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

დეკემბერი 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია