“ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს და ვაქცინაციას ალტერნატივა არ გააჩნია”, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„სინოფარმი“, რომლით ვაქცინაციის პროცესს ხვალიდან ვიწყებთ, ერთ-ერთი მაღალი აქტიურობის ვაქცინაა. მისი ეფექტურობა ისეთივეა, როგორიც „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“. მოგეხსენებათ, „სინოფარმთან“ დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა არ არის. 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ეს ვაქცინა გახსნილია. შესაბამისად, რეგისტრციის პროცესში ჩვენთვის ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფიდან 18-დან 55 წლამდე ასაკის პირი იყო ჩართული“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, „სინოფარმით“ მოქალაქეების აცრა ხვალიდან დაიწყება.











