იმედი მაქვს, რომ ხალხის უმრავლესობა არ წამოეგება ანტივაქსერულ პროვოკაციას, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი 2-თან” განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაციაზე უარის თქმა ზიანს აყენებს არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ ქვეყნის ეკონომიკას.
“მე იმედი მაქვს, რომ ხალხის უმრავლესობა არ წამოეგება ანტივაქსერულ პროვოკაციას და არ დააყენებს საფრთხის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას. დღეს, ვაქცინაზე უარის თქმა, მინდა ვუთხრა მოსახლეობას, ვინც თავს იკავებს ვაქცინის გაკეთებისგან, ის დარტყმას აყენებს არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ ქვეყნის ეკონომიკას,” – აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს და მედპერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა საჯაროდ აიცრა.
ამასთან, ცნობილია, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა.











