19 მარტის მონაცემებით ჯამურად, ჯანდაცვის სექტორის 3642 მუშაკი აიცრა, ხოლო დარეგისტრირდა 5185 სამედიცინო პერსონალი.
ამის შესახებ ინფორმაცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ კომაში მყოფი 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე ცოტახნის წინ გარდაიცვალა.
ამასთან ცნობილი გახდა, რომ საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას გააგრძელებს. გადაწყვეტილება ექსპერტთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.
ცნობისთვის, 15 მარტს საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. პირველი საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს.












