იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შენელების შესახებ საუბრობს და მიზეზებსაც განამრტავს.
როგროც ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, ვაქიცნაციის პროცესის შენელების მიზეზი მოსახლეობის დამოკიდებულებაა მთლიანად პანდემიის მიმართ.
„შემცირებული ტემპის უკან არც ვაქცინების დეფიციტი და არც ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა არ დგას. ამის უკან დგას ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება ზოგადად, კორონავირუსის პანდემიის მიმართ. ვაქცინაცია ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ სერიოზული პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას. საბედნიეროდ, არსებობს პრობლემის გადაწყვეტის გზა და ეს არის ვაქცინაცია“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
მისი თქმით, საჭიროა, აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურება.
21 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 671 295 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 33.3%.
სრულად ვაქცინირებულია 719 076 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 25.2%. 20 სექტემბერს აიცრა 15 096 ადამიანი.











