მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის საზოგადოებისთვის მაგალითი გახდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადა.
„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის საზოგადოებისთვის მაგალითი გახდება, რაც საზოგადოებაში ვაქცინაციის პროცესს გაზრდის. ვაკვირდებით, ომ ბოლო პერიოდში მინისტრების ჩართულობა აქტიურია. ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების ჩართულობა, ვინაიდან ისინი არიან ხიდი ჩვენს საზოგადოებასთან და დარწმუნებული ვარ, გააქტიურებს ამ პროცესს“, – განაცხადა ტიკარაძემ.











