ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ვაქცინაზე ჯავშნების გაუქმებას გამოეხმაურა და როგორც მან თქვა, ეს სერიოზული ხარვეზია.
გაბუნიამ განაცხადა, რომ ხარვეზს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პასუხი მოჰყვა და ვაქცინებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს მოკვლევა დაავალა.
„რა თქმა უნდა, ჯავშნების გაუქმება ხარვეზია და ჩვენთვის არც ერთ შემთხვევაში ნამდვილად არ არის მისაღები, როდესაც მოქალაქე მიდის აცრის ცენტრში, გეგმავს ჩაიტაროს აცრა და ის ვერ იღებს მისთვის განკუთვნილ დოზებს. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ხარვეზია, რასაც მოჰყვა ჩვენი პასუხი – აუდიტის სამსახურის მობილიზება, რათა ყველა დონეზე ასეთი ხარვეზების რისკები შეფასდეს და მოხდეს გადაზღვევა“, – აღნიშნა გაბუნიამ.











