ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ შემოტანილი ვაქცინის ეფექტური ათვისება არ მოხდება, დოზების შემდგომ მოწოდებაზე კითხვის ნიშნები დაისმება.
“ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დოზებს, რომელსაც “კოვაქსიდან” მივიღებთ იყოს სრულად და ეფექტურად ათვისებული. მოთხოვნა გლობალურად ძალიან მაღალია, თუ არ ვუჩვენებთ კარგ შესრულებას ამ პირველ ეტაპზე, კითხვის ნიშნები დაისმება მომდევნო მოწოდებაზე”, – აცხადებს გაბუნია.
ცნობისთვის, 13 მარტს საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 ათასი დოზა შემოვიდა.
22 აპრილიდან ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე პარტია შემოვა.











