ძალადობა არაა ქრისტიანული მოვლენა და კატეგორიულად ვემიჯნებით მის გამოვლინებას, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
„ჩვენს აქციებზე მოსული თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული. ამას გავაკონტროლებთ ჩვენ. ამ ნაწილში არ გვჭირდება სხვა ადამიანების ჩარევა. იმ შეზღუდვებს, რომელი შეზღუდვებიც დაწესებულია აქ სიმბოლიკის ნაწილში, რა თქმა უნდა, თუკი შევხედავთ გადაცდომას, გვექნება შესაბამისი რეაგირება.
როდესაც ეს ადამიანები მოდიოდნენ ხეობაში, არავის პრეტენზია არ ჰქონია, რატომ დგას აქ, ან იქ. ასეთი მიდგომა გამოიწვევს უბრალოდ დანაწევრებას, რადგან საზოგადოების თვისებაა, ადამიანებს ჰქონდეთ სხვადასხვა შეხედულება. რაც შეეხება ძალადობას, ის არაა ქრისტიანული მოვლენა და ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას.”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ცნობისთვის, 24 მაისს „ნამახვანჰესის” საწინააღმდგეო აქცია სამოქალაქო აქტივისტს სალომე ბერკერს ლგბტქ+ სამკლაურის გამო დაატოვებინეს.











