„გუმათში ბარიკადი აღებულია, თუმცა რჩება ვირტუალური ბარიკადი”, – ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბარიკადების აღების გარდა მთავრობამ არცერთი მოთხოვნა არ შეასრულა.
„გარდა იმისა, რომ ბარიკადებია აღებული, არცერთი სხვა მოთხოვნა არ შესრულებულა. ვისაუბრეთ ზოგადად და მხარეების მხრიდან სხვადასხვა არგუმენტები იყო დაყენებული შესრულებასთან დაკავშირებით, თუმცა ის, რაც შაბათის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების პირობებია, არ არის შესრულებული. რაც შეეხება ჩვენს შესვლას ხეობაში, ამასთან დაკავშირებით გამოითქვა პოზიცია, რომ თურმე კომპანია უარს აცხადებს იქ ჩვენს შესვლაზე, ანუ ამბობს, რომ მისი კერძო საკუთრებაა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოების პოზიცია ცნობილია – როგორ არის ეს მიწა კომპანიის საკუთრება. ამიტომ ჩვენ მეათეხარისხოვან ადგილებზე ვერ შევალთ და დავრჩებით იმ ადგილზე, სადაც ახლა ვდგავართ. აქ მნიშვნელობა ჰქონდა უშუალოდ იმ ადგილზე დაბრუნებას.
პროტესტი გრძელდება ჩვეულებრივ, კომპანიის ტრანსპორტისთვის ხელის შეშლის ჩათვლით, ვიდრე შინაარსობრივად არ წავა ჩვენი პროტესტი წინ. ანუ ბარიკადი აღებულია, თუმცა ვირტუალური ბარიკადი დევს, ჩვენ მაინც ვერ ვახერხებთ გადასვლას მეორე მხარეს, რატომ უნდა შეიცვალოს ჩვენი პირობები, თუ ამ ბარიკადის აღებით ჩვენთვის არაფერი შეიცვალა? ამ ლოგიკიდან გამოვდივართ და ამაზე ვისაუბრეთ დღევანდელ შეხვედრაზეც. ეს პირობები თუ არ შესრულდება, ვერ გადავალთ მედიაციის პროცესზე“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.










