ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგი, აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, მაგრამა რა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურანავასძთან.
„ჩვენ ხელისუფლებას მუდმივად ვთხოვდით, რომ თანასწორ გარემოში შემდგარიყო ჩვენი დიალოგი. ამ მიმართულებით, მზად ვართ, გადავდგათ დღესაც ნაბიჯი, მაგრამ აუცილებლად უნდა აიღონ რკინის კედელი, გადავადგილდეთ ნამახვანში, დავდგათ კარვები, შემდეგ მოვიდეს გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ არა ნათია თურნავა. ჩვენ მის გადადგომას ვითხოვთ. მასთან დიალოგის სივრცე, კონკრეტულად არ არსებობს.
შესაძლებელია, მობრძანდეს ბატონი პრემიერი, ან დაინიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელსაც მიენიჭება ლეგიტიმაცია, რომ იყოს გადაწყვეტილების მიმღები. გაეცნოს საკითხს, პროტესტის საგანს”, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.











