ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ლიდერები „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში იკრიბებიან. შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი თემა შარლ მიშელის დოკუმენტი იქნება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ამნისტის კანონი ყველა შემთხვევაში უნდა განხორციელდეს.
„ამნისტია მაინც უნდა მივიღოთ, მელიას საქმე არ დაიხურება არც გირაოთი და არც თავდებობით ეს იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების ცალსახა პოზიცია, რომ უნდა მიგვეღო ამნისტიის კანონი, რომლითაც მელიას და სხვა პროტესტში მონაწილე ადამიანების საქმეები ერთხელ და სამუდამოდ დაიხურებოდა. ამნისტიაზე სპეკულაცია არასწორია, საქმეს მივხედოთ და რაც შეიძლება სწრაფად წავიდეთ წინ“,- განაცხადა მან.









