ჩემთვის მთავარი არის ერთიანობა. ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს ხალხის მხრიდან, ის უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი ოპოზიციის თანამშრომლობის ფორმატში, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, ეწინააღმდეგება კვოტების გადანაწილების პრინციპით მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის შეთანხმებას.
„ექვსი მაჟორიტარული ოლქია გადასანაწილებელი, ჯამში რვა იყო, უნდა გადანაწილდეს ყველაზე ღირსეულზე.
არანაირი კვოტები, ამას ამდენი ადგილი, იმას იმდენი ადგილი, მე ამის წინააღმდეგი ვარ, ეს არასწორია და ეს არის ხალხთან თამაში. რა მსურს, სხვას რა სურს და სხვა პარტიას, ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, ხალხს რა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი.
მზად ვარ ნებისმიერ კომპრომისზე, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებ ხალხის აზრით მანიპულირებას, ან რაღაცა კვოტებით საუბარს, ან ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას.
ეს ჩემთვის წითელი ხაზი იყო და იქნება ყოველთვის. თუ არის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს სოციოლოგიური კვლევებით ჩავატარებთ კვლევებს და იმით მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ასე ირკვევა ყოველთვის ხალხის აზრი და არა რაღაც კულუარებში, ვინ ვისთან შეთანხმდა და რა კვოტა წაიღო“, – განაცხადა ვაშაძემ.










