აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დედაქალაქში ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ფედერალური ძალების მობილიზების ბრძანება გასცა.
აშშ-ს დედაქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ეროვნულმა გვარდიამ ვაშინგტონში 15 000-მდე სამართალდამცველის მობილიზების უფლება მიიღო.
11 იანვარს ვაშინგტონის და ორი მეზობელი შტატის, მერილენდის და ვირჯინიის, გუბერნატორებმა აშშ-ს მოსახლეობას მოუწოდეს ჯო ბაიდენის ინაგურაციაზე დედაქალაქში არ ჩასულიყვნენ. პოლიტიკოსების მოწოდება დაკავშირებულია კორონავირუსის პანდემიასთან და 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრასთან. ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად 24 იანვრამდე დაიხურა ვაშინგტონის მონუმენტიც.
ვაშინგტონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიურომ არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დედაქალაქსა და ქვეყნის მასშტაბით შესაძლო შეიარაღებული პროტესტების შესახებ გაფრთხილება გასცა. გაფრთხილება ძალაში, სულ მცირე, ინაუგურაციის დღემდე იქნება.
ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.











