ვაშლიჯვარში უახლოეს დღეებში გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება. დღეს გეგმის პირველი ნაწილი მერიამ გაასაჯაროვა.
უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციით, პირველ ეტაპზე უნდა დაიწყოს მეწყრის ზონის და მიმდებარე ტერიტორიის გამაგრებითი სამუშაოები.
არსებობს რამდენიმე ვერსია, მათ შორის, ერთი ეს არის მიწის მოხსნა და მეორე ე.წ ტერასული სქემა, როცა მიწის გამაგრება საფეხურებად მიმდინარეობს.











