„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოადგილე, ვასილ მაღლაფერიძე განმარტავს, რატომ გადაწყვიტა მედიიდან პოლიტიკაში წასვლა და როდის მიიღო გუნდიდან შეთავაზება.
„საინტერესო გუნდია და ვფიქრობ, რომ ღირსეულად გაართმევს გამოწვევებს თავს. როცა მივიღე შეთავაზება და ამის შესახებ სუბარი იყო, საინტერესოდ მეჩვენა, მით უფრო იმ გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანას აქვს. ტელევიზიიდან აგვისტოში წამოვედი და შემოთავაზება იყო დაახლოებით ერთი თვის წინ. იყო საუბარი ირაკლი კობახიძესთან, კახი კალაძესთან, როგორც ხდება ხოლმე.
ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება, იმიტომ რომ წავიდა გამოკვეთილი ლიდერი და პარტიამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება. ეს არ არის ხშირი მოვლენა საქართველოში. ძალიან საინტერესო გუნდია და ვფიქრობ, ეს გუნდი შეძლებს გამოწვევებს უპასუხოს“,- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.











