ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას სერიოზულს უწოდებს და “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში ყოველდღიურად ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ხალხის მასობრივმა შეკრებებმა შეუწყო ხელი.
„დღიურად ამ რაოდენობაზე ორჯერ მეტიც რომ დაფიქსირდეს, კარანტინი, შესაძლოა, ქვეყანაში არ დაწესდეს. ეს არ არის დაავადება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, მძიმედ მიმდინარეობს. თუ შესაძლებელია პაციენტების ბინაზე მკურნალობა, მაშინ კარანტინის დაწესება საჭირო არ არის. ხალხის შეკრებებმა, მიტინგებმა ინფიცირებულთა რიცხვი გაზარდა, რადგან ადამიანები წესებს არ იცავენ.
წერტილოვანი შეზღუდვები საჭიროა. თუ დასამართი აქვს ადამიანს, სამწუხაროდ, მაინც დაემართება, მაგრამ უბრალოდ, თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს. ოპოზიციურმა პარტიამ მაქსიმალურად უნდა მოუწოდოს ხალხს, რომ არსებობს ინფექციის გავრცელების საშიშროება. ველოდები ინფიცირებულთა ზრდას, თუ ასეთი თავშეყრები გაგრძელდება. უნდა გვესმოდეს, რომ ერთ ადამიანს ძალიან ბევრი ადამიანის დასნებოვნება შეუძლია“,- განაცხადა ხმალაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი – 2 295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.











