ევროპარლამენტის ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებას ერთობლივი განაცხადებით ეხმაურებიან.
„მივესალმებით ისტორიულ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გადადგა, როდესაც დაამტკიცა საარჩვენო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ოქტომბრის არჩევნებზე ამოქმედდება.
ცვლილებებს მესამე და ბოლო მოსმენაზე 150-დან 117 დეპუტატმა მისცა ხმა. ეს საქართველოს დემოკრატიული ცხოვრების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პოზიტიური იმპულსი შენარჩუნდება და გაგრძელდება პირველ და 2 ივლისს საარჩევნო რეფორმის კენჭისყრის დროსაც, რომელიც მიმართულია ეუთო-სა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირის) წარსული რეკომენდაციების შესრულებაზე.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მთავარ პოლიტიკურ პარტიას, მიიღოს მონაწილება კენჭისყრაში 8 მარტს შეთანხმების სულისკვეთებით და ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას.
ჩვენ ასევე ვსარგებლობთ შემთხვევით და ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ექვსი წლის საუბილეო თარიღს. საქართველოს მრავაწახნაგოვან, შთამბეჭდავ რეფორმაზე დაყრდნობით, ჩვენ ველოდებით კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის განმტკიცებას ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანაში და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილება სამი მოსმენით მიიღეს.











