სასამართლოს ვერავინ განუსაზღვრავს, ვინ უნდა დატოვოს ციხეში და ვინ არა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს.
„რურუას საკითხს არავითარი შეხება არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან. პატიმრის გათავისუფლება, მით უმეტეს, როდესაც საუბარია წინასწარ პატიმრობაზე, არის ერთადერთი სასამართლოს ფუნქცია.
სასამართლოს ვერავინ განუსაზღვრავს ვინ უნდა დატოვოს ციხეში და ვინ არა. ეს არის სრული დემაგოგია და ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიცია, რომ ისინი არად დაგიდევენ ხელისუფლების დანაწევრების პრინციპს და არც სამართლებრივ პრინციპს“, – ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენითაც მიიღო.
ასევე ნახეთ: მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა











