ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზად ვიყავით, თუმცა ოპოზიციამ მზადყოფნა არ გამოთქვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
სოზარ სუბარის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” შემხვედრი ნაბიჯები უკვე გადადგა და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.
“„მედიატორმა და დანიელსონმა გამორიცხა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, იმიტომ რომ ყველა დაკვირვებიდან ნათლად ჩანს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. თუმცა ჩვენ მაინც გადავდგით ეს ნაბიჯი და ველოდებით ოპოზიციის მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.











