fbpx
25/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვერ მივცემთ თავს უფლებას, ვიყოთ მიამიტები, როდესაც საქმე პუტინის რეჟიმს ეხება – ვიოლა ფონ კრამონი

09:13 აპრილი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
776
ნახვა

ნავალნის საკითხი, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან ბოლოდროინდელი სამხედრო დაძაბულობა და 2014 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში შეიარაღების საწყობის აფეთქება – ეს ის საკითხებია, რომელიც ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განიხილეს.

სხდომაზე, რომელიც 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ევროპელმა დეპუტატებმა თითქმის ერთხმად დაგმეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და მზადყოფნა გამოთქვეს მხარი დაუჭირონ რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სანქციებს.

კანონმდებლებს, არც საქართველოში, ოკუპანტი ქვეყნის აგრესიული ქმედებები გამორჩათ. აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ კონფლიქტთან ერთად ყურადღება საქართველოზეც გამახვილდა.

ევროპარლამენტარის ანდრიუს კუბილიუსის თქმით, სამ ასოცირებულ წევრ ქვეყანას, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას უნდა მიეცეს უფრო მკაფიოდ გზა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

“ევროკავშირმა უნდა იზრუნოს აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების და უპირველეს ყოვლისა, უკრაინის უსაფრთხოებაზე. მოდით, შევთავაზოთ მათ ის, რასაც ზოგი ექსპერტი უწოდებს ევროკავშირის უსაფრთხოების პარტნიორობას ან უსაფრთხოების კომპაქტს. მოდით, სამ ასოცირებულ წევრ ქვეყანას, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას მივცეთ უფრო მკაფიო გზა ინტეგრაციისკენ. შესაძლოა, ეს იყოს ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის, რომანო პროდის მიერ წარმოდგენილი ფორმულა, რომელიც გულისხმობს ამ სამი ქვეყნისთვის ყველა სარგებლის შეთავაზებას, გარდა ევროკავშირის ინსტიტუტების წევრობისა. ამ სამი ქვეყნის ინტეგრაცია მოიტანს ეკონომიკურ ზრდას, სტაბილურობას და დემოკრატიის განმტკიცებას,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა კი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.

“პუტინმა დაიჩივლა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო რუსეთს ხშირად უმიზეზოდ თავს ესხმის. მან ეს განცხადება გააკეთა მაშინ, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ უკრაინელებს რუსეთის პასპორტების აღებას აიძულებენ, როგორც ეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. ვრცლად შემიძლია ვისაუბრო რუსეთის არადემოკრატიულ ქმედებებზე. თუმცა ნუთუ ჩემ მიერ ჩამოთვლილი მიზეზები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთის გააკრიტიკო და სანქციები დაუწესო? ეს არ არის აგრესიული ქმედებები, რომელთაც წინ უნდა აღვუდგეთ? კოლეგებო, ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, ვიყოთ მიამიტები, როდესაც საქმე პუტინის რეჟიმს ეხება,” – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტარ ჟოზეფ ბორელის შეფასებით, რუსეთი არის რეჟიმი, სადაც ეკონომიკა სუსტია.

“ჩვენი პოლიტიკური კონფრონტაცია რუსეთთან ხანგრძლივი და რთული იქნება. ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს არის რეალობა, რომლის უარყოფაც შეუძლებელია, რადგან რუსეთი დარწმუნებულია, რომ დასავლეთთან კონფრონტაცია არის უმოკლესი გზა, რათა გააძლიეროს თავისი ძალაუფლება. როდესაც ჩვენ რუსეთს ვთხოვთ ადამიანების უფლებების დაცვას, მოსკოვში ამას აღიქვამენ ეგზისტენციურ საფრთხედ. მოსკოვში ვიზიტისას მე ვუთხარი მათ: “მაპატიეთ, მაგრამ თქვენ თავად მოაწერეთ ხელი ადამიანის უფლებათა კონვენციას, ასევე მოვიქეცით ჩვენც. შესაბამისად, ჩვენ პარტნიორები ვართ და ჩვენ გვაქვს უფლება, თვალი მივადევნოთ, თუ როგორ ასრულებს მოსკოვი ამ ვალდებულებას”. მაგრამ რუსეთში ამას საფრთხეს აღიქვამენ, რადგან ეს არის რეჟიმი, რომლის ეკონომიკაც სუსტია და პერსპექტივა არ არის კარგი,” განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ კი, ალექსეი ნავალნის ღიად დაუჭირა მხარი.

“რუსეთის აგრესიულ ქცევაზე საუკეთესო პასუხი არის ჩვენ მიერ შეთანხმებული რეზოლუცია, რომელშიც მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს საერთაშორისო წესრიგს, პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამის დემონსტრირების საუკეთესო გზა არის ისეთი პროექტების დაუყოვნებლივ შეჩერება, როგორიცაა რუსული გაზსადენი “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ისა და ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემა უკრაინისა და საქართველოსთვის. ჩვენ, ვიშეგრადის ოთხეულის წევრი ქვეყნები სოლიდარობას ვუცხადებთ ჩეხეთს და მივესალმებით ამ ქვეყნის პასუხს სახელმწიფო ტერორიზმზე, რომელიც რუსეთის მოქმედმა ოფიცრებმა მოაწყვეს ჩეხეთის ტერიტორიაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის ოპოზიციას და კერძოდ, ალექსეი ნავალნის,” – განაცხადა ფოტიგამ.

თეგები: ვიოლა ფონ კრამონი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ევროპარლამენტარები კრამონი და კუბილიუსი მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

სექტემბერი 1, 2021
816
მთავარი ამბავი

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო უნდა დარჩეს ევროპულ გზაზე და მიშელის შეთანხმებაც ამ გზის ნაწილია

ივლისი 29, 2021
784
პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ შეთანხმებაზე ხელმოწერის ანულირება გაუმარტივა

ივლისი 29, 2021
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია