fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვერ უშველა ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ – ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე

23:59 ივნისი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
803
ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცოტახნის წინ ნიკა მელია იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და სკოლის დასჯილი მოსწავლესავით უსმენდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში. მისივე თქმით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასეთი პოლიტიკოსების და პარტიების მომავალი ქართულ დემოკრატიულ სისტემაში არ არის და ვერ იქნება.

„პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ჩვენს კოლეგებს მოთმინებისთვის, ისინი 15 წუთის განმავლობაში ადამიანისგან, კრიმინალისგან ისმენდნენ მუქარებს, თითის ქნევას. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივი ვეცით პარლამენტს, პარლამენტარიზმს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი მოსათმენია, როდესაც ასეთ რამეს ვისმენთ ჩვენ კრიმინალისგან, ადამიანისგან, რომელიც არის კონკრეტულ დანაშაულში მხილებული და რომელიც არის ბრალდებული, არც მეტი არც ნაკლები, პარლამენტში შეჭრის მცდელობისათვის. ეს არის მძიმე, თუმცა ეს არის პოლიტიკური ცხოვრება. ეს არის ასევე ადამიანი, რომელსაც არ აქვს კაცობის არავითარი ნიშანწყალი და სწორედ ამას უკავშირდება მათ შორის ის დანაშაულებიც, რომელიც მან ჩაიდინა, და ის პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც დღეს ჩვენ მისგან ვისმენთ.

მისივე თქმით, ცოტახნის წინ მელია იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და სკოლის დასჯილი მოსწავლესავით უსმენდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში.

„რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასეთი პოლიტიკოსების და პარტიების მომავალი ქართულ დემოკრატიულ სისტემაში არ არის და ვერ იქნება. რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას გასცემს სათანადო პასუხს. არ გადავიხდი – ვერ დამიჭერთ, გახსოვთ ნიკა მელიას ეს ცნობილი ფრაზა. ყველას ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერ უშველა ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ, ვერც ერთმა და ვერც მეორემ. ვერ გადავიხდი – არ გამოვალ, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს, ბოლოს დათანხმდა, გადაახდევინა და გამოვიდა, ამ შემთხვევაშიც არ შეასრულა თავისი სიტყვა. ახლა კი პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით ესეც რომ გავიხსენოთ – ხატია დეკანოიძემ თქვა, ამ პარლამენტში შესასვლელად არავინ მემეტებაო. როგორც ვხედავთ, ბოლოს ქალბატონმა ხატიამ მაინც თავი გაიმეტა და შემოვიდა. ამ პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარო, ამბობდა თაკო ჩარკვიანი. ისიც არის დღეს ჩვენი პარლამენტის სტუმარი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ ვაპირებთ გაყალბებულ პარლამენტში მონაწილეობას, ამბობდა ლევან ბეჟაშვილი. ისეც არის დღეს პარლამენტის სტუმარი. 99,9 პროცენტით პარლამენტში ვერ და არ შევალ, ამბობდა ნიკანორ მელია. როგორც ვხედავთ, ხანდახან 0,1%-იც მუშაობს. ამ და სხვა მრავალი ხმამაღალი ფრაზების ავტორებს დღეს მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა და მისი ლეგიტიმურობის აღიარება, რაც არის თითოეული ჩვენგანის დამსახურება. საზოგადოება ხედავს, რომ ამ ხალხმა ვერცერთი თავისი სიტყვა ვერ შეასრულა, მათ შორის ქალბატონმა თაკომაც და მინდა მივმართო „ნაციონალებს“. როგორც მოგიწიათ სხვა სიტყვების უკან წაღება, ზუსტად ასევე მოგიწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამნისტიის მიღება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

თეგები: გიორგი გახარიაირაკლი კობახიძენიკა მელია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი – ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ისტორიის სახელმძღვანელოს

დეკემბერი 7, 2021
771
მთავარი ამბავი

ნიკა მელია სუს-ში დაიბარეს

დეკემბერი 4, 2021
816
პოლიტიკა

სააკაშვილი იმდენ ტყუილს ამბობს, არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება – ირაკლი კობახიძე 

ნოემბერი 30, 2021
804

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია