ვერცერთი მოსამართლე, ვერცერთ ქვეყანაში სხვა გადაწვეტილებას ვერ მიიღებდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს,
„ელემენტარულად. იმიტომ, რომ თვალწინ მოხდა ისეთი პირობების დარღვევა, რომელიც თვითონაც აღიარა, ხელი აქვს მოწერილი, სამაჯური გაიკეთა, გადააგდო და თქვა, რომ არ ვემორჩილები იმ კანონს და არ ვემორჩილები გირაოს გადახდის მოთხოვნას.
პირველი გირაო გადახდილი აქვს. მეორეს, არ ვემორჩილები და აჰა, თუ გინდათ დამიჭირეთ. სხვა რაიმე ღონისძიება, ან რაიმე ვერდიქტი უბრალოდ შეუძლებელია. არ არსებობს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით რაიმე სხვა ალტერნატივა ყოფილიყო განხილული”, – განაცხადა გია ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში.
ცნობისთვის, ნაცმოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.










