„ძალიან მნიშვნლოვანია, რომ ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა იმ პროცესებში, რომელიც ეხება ამ ვიზიტს. ჩვენ ვგეგმავთ აქციას, მაგრამ ეს არ იქნება საპროტესტო აქცია“, – ამის შესახებ „ენმ-ს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის, მაიკ პომპეო ჩამოდის საქართველოს მხარდასაჭერად. ძალიან მნიშვნლოვანია, რომ ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა იმ პროცესებში, რომელიც ეხება ამ ვიზიტს. ჩვენ ვგეგმავთ აქციას, მაგრამ ეს არ იქნება საპროტესტო აქცია. ეს იქნება თუმცა აქ იქნება ის ელემენტები, რომლებიც დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვაწუხებს, უპირველეს ყოვლისა ეს ეხება 31 ოქტომბრის არჩევნებს.
ჯერჯერობით რაც არის მაიკ პომპეოს გრაფიკი იქ არ წერია ზუსტად იგეგმება თუ არა შეხვედრა ოპოზიციასთან, თუმცა ამავე დროს დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო მდივანი სრულად არის ინფორმირებული იმ პოლიტიკური კრიზისის შესახებ რაც ქვეყანაშია და რა თქმა უნდა ეს იქნება განხილვის თემა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ ოპოზიციისგან მიიღებს ინფორმაციის სახელმწიფო მდივანი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.











