საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერაქტის სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„მხარდაჭერას ვუცხადებ ფრანგ ხალხს და ვგმობ ამ სიძულვილზე დაფუძნებულ თავდასხმას. ვლოცულობ დაშავებულთათვის და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში, ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთ ქალს თავდამსხმელმა თავი მოჰკვეთა, რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა.
საფრანგეთში შეიარაღებულმა კაცმა პოლიციელებზე თავდასხმა სცადა











