ვაგრძელებთ მუშაობას და ვგრძნობ, ყველა პარტიის მხრიდან არის მზადყოფნა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განუცხადა.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მე ვგრძნობ, რომ ყველა პარტიის მხრიდან არის მზადყოფნა, შეეცადონ, მოძებნონ წინსვლის გზა. სწორედ ეს არის, რის დახმარებასაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
„ქართული ოცნების“ მხრიდან, შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებიან.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია. ის ხელსიუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას მართავს და მთავარ პოლიტიკურ პროცესში მედიატორის როლს ასრულებს.











