ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში, სადაც მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მივიდნენ და სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.
როგორც ისინი აცხადებენ, არ დაუშვებენ ბათუმის პლაჟის გასხვისებას.
„მიწა გაყიდეს, ახლა ზღვას მიადგნენ. არ მივცემთ ამის უფლებას. შევალთ მაინც, რომც დაგვიჭირონ, ყველას ვერ დაგვიჭერენ და ვერ გაგვაჩერებენ“,- აცხადებე ერთ-ერთი მათგანი.
შეგახსენებთ, საკრებულო განიხილავს ბათუმის ბულვარში ” ლა მერიდიანისთვის” პირდაპირი განკარგვის წესით 15 წლით პ პლაჟის გადაცემის საკითხს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი.
ავტორი: ნაირა ქობულაძე










