საფრანგეთში მსუბუქი სამგზავრო თვითმფრინავისა და ვერტმფრენის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Nouvelle Republique ავრცელებს.
მათი ცნობით, უბედური შემთხვევა 10 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 17.00 საათზე ლოშის კომუნის ცაზე მოხდა. მსუბუქ ვერტმფრენში ორი ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ტურისტულში – სამი.
აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქის მერი, მარკ ანჟენოც ადასტურებს. შეჯახების მიზეზები ცნობილი არ არის.
შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
La circulation est coupée avenue Aristide Briand à Loches, après la collision crash entre un ULM et un avion de tourisme. 5 personnes seraient décédées dans l’accident. pic.twitter.com/gCVwnGDVqD
— NRLoches (@NR_Loches) October 10, 2020











