„გარანტიას ვერ ვიძლევით ოპოზიციის ნაცვლად, რომ რამე ტიპის პროცესი შეიძლება იყოს საქართველოში ისეთი, რომელიც ოპოზიციას მოეწონება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვერანაირ გარანტიას ვერ ვიძლევით ოპოზიციის ნაცვლად, რომ რამე ტიპის პროცესი შეიძლება იყოს საქართველოში ისეთი, რომელიც ოპოზიციას მოეწონება. თუმცა, ვიძლევით გარანტიას, რომ ჩვენი მხრიდან მათ ნაცვლადაც იქნება პასუხისმგებლობა აღებული იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური პროცესები კონსტიტუციის ჩარჩოებში იყოს მოქცეული“, – განუცხადა ჟურნალისტებს გურამ მაჭარაშვილმა.









